10:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 15:51:34, 592 ნახვა

პოლიტიკა
ჯავახიშვილი: გრძელვადიან პერსპექტივაში არჩევნების წარმატებულად ჩატარებისთვის ივანიშვილის დაბრუნება მნიშვნელოვანია

ბატონმა ბიძინამ მოგვცა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაამარცხო ქვეყნისა და ერისთვის მიუღებელი ძალა და მერე მოგვცა შესაძლებლობა, თვითონ მიგვეხედა ამ ქვეყნისთვის, - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, ამ ფაქტს მხოლოდ მიესალმება.

”ღმერთმა დაიფაროს ბიძინა ივანიშვილი და თითოეული ჩვენგანი - რომ წახვალ და მერე რომ ვეღარ მოხვალ. პოლიტიკიდან არავინ არასდროს მიდის სრულად ხოლმე, როგორც წესი. ის, რომ პოლიტიკიდან გადგა, რეალობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით, ინსინუაციები ისევ რჩება, მართლა გადგა.

მე მივესალმები თუ დაბრუნდება. თუმცა როცა საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის როგორ ჯობია, ბატონმა ბიძინამ მოგვცა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაამარცხო ქვეყნისა და ერისთვის მიუღებელი ძალა და მერე მოგვცა შესაძლებლობა, თვითონ მიგვეხედა ამ ქვეყნისთვის. მე ვთვლი, რომ მაინცდამაინც კმაყოფილი ვერც ის იქნება და ვერც მე. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში არჩევნების უფრო წარმატებულად ჩატარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბატონი ბიძინას დაბრუნება.

არის ამ მიმართულებით რაღაც პრობლემა. მე როგორც ნოდარ ჯავახიშვილი, ადამიანი, რომელიც რომ არ გაემარჯვა „ქართულ ოცნებას“, ვერც კი წარმომიდგენია სად ვიქნებოდი, მივესალმები, თუ ბატონი ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდება. თუმცა მე მირჩევნია, რომ ახალგაზრდობამ ბატონ ბიძინაზე და ბევრ სხვაზე უკეთესად წარმართოს ეს ქვეყანა, მაგრამ როგორც ჩანს, ამას ცოტა კიდევ სჭირდება დრო... ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროცესში ჩართვა, გარწმუნებთ, რომ ,,ქართული ოცნების” მიერ მოპოვებულ ხმათა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics