08:09 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 17:44:02, 531 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: ვენეციის კომისიაში მითხრეს,რომ იციან, პრეზიდენტს დასკვნა ვეტოს დადების, ან არ დადებისთვის სჭირდება

„ვენეციის კომისიამ ღიად განაცხადა ჩემთან საუბარში, რომ მათ იციან, პრეზიდენტს ეს დასკვნა ვეტოს დადების, ან არ დადების მიზნისთვის სჭირდება”, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრეზიდენტის პოზიციაა, რომ პარლამენტის მიერ კანონის მიღების პროცესი ბევრ კითხვას ბადებს, რადგან პროცესი როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის გარეშე წარიმართა.

"ჩვენ ყველანი ველოდებით ამ დასკვნას. მქონდა შესაძლებლობა მთავრობის და პარლამენტის ერთიანი პოზიცია გამეზიარებინა არა მხოლოდ ვენეციის კომისიის სამდივნოსთვის, როგორც ეს პრეზიდენტის დელეგაციამ გააკეთა, არამედ მომხსენებლისთვის, რომელმაც დასკვნა უნდა შეადგინოს.

პრეზიდენტი, რომ აღარ იქნება ჩართული საკონსტიტუციო სასამართლოს თგავმჯდომარის არჩევაში, ეს მოწონებული იქნება. არვიცი, ეს რამდენად მოსწონს პრეზიდენტის აპარატს. ალბათ, ასევე მოწონებული იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ ათ წელს უნდა მოღვაწეობდნენ. შეიძლება იყოს შენიშვნები კვორუმთან დაკავშირებით და ამას ველოდებით, რა ტიპის იქნება.

ვენეციის კომისიამ ღიად განაცხადა ჩემთან საუბარში, რომ მათ იციან პრეზიდენტს ეს დასკვნა ვეტოს დადების, ან არ დადების მიზნისთვის სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პრეზიდენტს არ აქვს სხვა მიზანი ვიდრე საქართველოს მთავრობას", -განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს. ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს. თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი 2/3-მდე იზრდება. ცნობილია, რომ ვენეციის კომისია ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას დაჩქარებული წესით მიიღებს და კომისიის პოზიცია 27 მაისს გამოქვეყნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics