|
2015-02-26 10:47:37, 3615 ნახვა
სხვადასხვა
შს მინისტრის მოადგილე პროექტ ”უსაფრთხო ქალაქის” ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე პროექტ "უსაფრთხო ქალაქის" ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრის მოადგილე მათ დანაშაულის პრევენციის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და დანაშაულთან ბრძოლის შედეგებზე ესაუბრა, შემდგომ კი, სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რასაც მოჰყვა დისკუსია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმებზე, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის და ტრეფიკინგის, ასევე, სამინისტროს მედიასთან ურთიერთობაზე, ანგარიშვალდებულებასა და სამინისტროს მიერ ინიცირებულ კამპანიებზე. შეხვედრაში თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის იურიდიული,ჰუმანიტარული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა, მედიცინის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)