08:10 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 16:03:31, 582 ნახვა

პოლიტიკა
სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხვალ სერტიფიკატებს გადასცემს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ხვალ 11:00 საათზე  სერტიფიკატები გადაეცემათ „სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე“ მონაწილეებს.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინფორმაციით, „სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე“ იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადებასთან (GIZ) თანამშრომლობით შეიმუშავა საქართველოში ჟურნალისტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლების მიზნით.

მათივე ინფორმაციით, კურსის შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ, როგორც ქართველი ასევე გერმანელი მოსამართლე ექსპერტები.

სპეციალური კურსის შემუშავების იდეა თავად ჟურნალისტთა კორპუსის სურვილმა განაპირობა. პროგრამის თემები ჟურნალისტების ჩართულობით იქნა იდენტიფიცირებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ.

სპეციალური სასწავლო კურსი ორ ეტაპიანია და ფარავს შემდეგ მიმართულებებს: ადამიანის უფლებები, კონსტიტუციური სამართალი, სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საქართველოს კანონს „საერთო სასამართლოების შესახებ“

აღნიშნული კურსი პირველად ჩატარდა, თუმცა იუსტიციის უმაღლეს სკოლა, დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის ზემოაღნიშნული კურსის ჩატარებას მომავალშიც გეგმას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics