08:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 13:36:37, 566 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: კარგია, რომ 26 მაისი არა მხოლოდ მთავრობისა და მთავრობის სტუმრების, არამედ საერთო სახალხო დღესასწაული იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორგანიზატორებს 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებების უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის, მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა მინისტრებს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი კიდევ ერთხელ მიულოცა  და კმაყოფილება გამოთქვა, რომ 26 მაისი არა მხოლოდ მთავრობის, არამედ  საერთო სახალხო დღესასწაული იყო:

„კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს.   ძალიან კარგად ჩატარდა ღონისძიებები. მართლაც  ეს იყო საერთო სახალხო დღესასწაული და არ ყოფილა დღესასწაული მხოლოდ მთავრობისთვის და მთავრობის სტუმრებისთვის და ამიტომ ძალიან კარგია, რომ გუშინ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის 100 000-ობით მოქალაქე ქუჩებში გამოსული და გაღიმებული, გაბრწყინებული სახეებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს და  მთელ გუნდს, რომლებმაც ბევრი იშრომეს ამ წარმატების მისაღწევად და მართლაც მაღალ დონეზე ჩატარდა. მადლობა ყველა სტუმარს, რომელმაც ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს სიხარული“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics