08:10 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 16:03:34, 593 ნახვა

პოლიტიკა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ხვალ გაიმართება

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხურჩაში მომხდარი მკველობაში დამნაშავე იყოს დასჯილი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ხვალ იგეგმება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის გამართვა და ყველა საკითხი იქ დაისმევა.

„ველოდებით შესაბამის რეაგირებას უკვე ამ მექანიზმის ფარგლებში. საქართველოს მთავრობას, ყველა შესაბამის სტრუქტურას არცერთი წუთით არ დაუგვიანია შესაბამისი ქმედება და ნაბიჯი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ეს პროცესი და ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ავამოქმედეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლებთ, რომ დამნაშავე იყოს დასჯილი და შესაბამისად, კანონის მიხედვით აგოს პასუხი იმ საშინელი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა”, - განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, ფორმატის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დადგა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მოსაზღვრეებმა მოკლეს. ფორმატის აღდგენის შესახებ განცხადება სამი დღის წინ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმაც გააკეთა. ამაზე ისაუბრა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ-ჰოლიმაც.

მისი აღდგენის აუცილებლობაზე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განცხადება პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემაც გააკეთა. დეპუტატს ასევე მიაჩნია, რომ ე.წ. საზღვრებთან ქართული ბლოკპოსტებიც უნდა აღდგეს, მან ამ ინიციატივით შესაბამის უწყებებს მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics