20:48 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 14:52:26, 553 ნახვა

საზოგადოება
პორტუგალიაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის საზეიმოდ აღსანიშნავად, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოფიციალური მიღება გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძემ, რომელმაც საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველოს ურთიერთობებზე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობასთან(CPLP), საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა.

მიღების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და ასევე 1991 წელს რეფერენდუმის ჩატარებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების ამსახველი ფოტოგამოფენა. ასევე პორტუგალიელი ფოტოგრაფის მარგარიდა პერეირა მულერის ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მისი საქართველოში მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ პორტუგალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ლისაბონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო და კვლევითი ცენტრების, პორტუგალიაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics