20:48 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 18:21:02, 536 ნახვა

საზოგადოება
ესტონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიღებას ესტონეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ესტონეთის სხვა ქალაქებისა და რეგიონების, კერძო სექტორის, კულტურისა და აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა. მან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და მისი აღდგენის მნიშვნელობაზე, არსებული გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა.

სადღესასწაულო დარბაზში გაიმართა ფოტო-გამოფენა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, 1991 წლის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის თემატიკას. (გამოფენა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და ორგანიზებულ იქნა საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს ეროვნულ არქივთან და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით).

მიღებაზე ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა" შეასრულეს საქართველოსა და ესტონეთის ეროვნული ჰიმნები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics