22:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 17:12:21, 446 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნოდარ ხადურსა და გიორგი კვირიკაშვილს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხვდება. როგორც ნოდარ ხადურმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. "ჩვენ მივაწვდით პრეზიდენტს ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.ასევე იმ ღონისძიებებს, რომელსაც ერთის მხრივ საქართველოს ეროვნუკლი ბანკი ახორციელებს და მეორეს მხრივ, საქართველოს მთავრობა.ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ და არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ბიუჯეტის ზეგავლენა ლარზე იყო ნოლთან ძალიან ახლოს თუ მთლად ნოლი არა.შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პოლიტიკას და მუდმივად გვექნება კომუნიკაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო, და დღეს თქვენ იცით, რომ ლარის კურსის გამყარება შეიმჩნევა, გაგრძელდეს და ლარმა მიაღწიოს ახალ ნიშნულს, რომელიც გაცილებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე გუშინ, ან დღეს იყო კურსი",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 შეხვედრას, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით იმართება, პრეზიდენტის მრჩეველი, ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics