|
2016-05-25 14:47:16, 527 ნახვა
საზოგადოება
ქართული დელეგაცია ჩინეთში შატოს გამოფენაზე იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ ნინსიას პროვინციის სენმიაოს საერთაშორისო სადემონსტრაციო შატოს ოფიციალური გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებთან ერთად ნინსიას პროვინციის გუბერნატორი და პარტიული ხელმძღვანელობა იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, შატოს მასშტაბურ საგამოფენო სადემონსტრაციო სივრცეში საქართველოს, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლოვანი უწყვეტი ისტორიის მქონე უძველეს ქვეყანას წამყვანი საგამოფენო სტენდები დაეთმო. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ნინსიას სადემონსტრაციო მუდმივმოქმედ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სხვადასხვა ჯიშებისაგან დამზადებული ღვინის ნიმუშები, ბანერები, ბროშურები, ილუსტრაციები და სხვადასხვა ეროვნული მატერიალური თვალსაჩინოებანი. საგამოფენო სტენდებზე განთავსებული იყო აგრეთვე სს „სარაჯიშვილი“-ს, სს“ ბაგრატიონი 1882“-ს, შპს „ქინძმარაულის ღვინის მარანი“-ს მიერ წარმოებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტი. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა დაინტერესებულ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია წარმოდგენილი ნიმუშების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოინახულა აგრეთვე ნინსიას სატყეო ინსტიტუტის ლაბორატორიები, ვაზისა და გოჯი ბერის(Wolfberry) საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები და სხვა. შეხვდა მრავალპროფილიანი ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების თანამშრომლებს და ხელმძღვანელობას. ჩინურმა მხარემ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გადასცა გოჯი ბერის (Wolfberry) ნაყოფის მომცემი ხუთი ჯიშის in-vitro მცენარეები, საქართველოში საცდელი მიზნებით გასამრავლებლად. ჩინური მხარის თხოვნით მომავალში, საგამოფენო სადემონსტრაციო საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)