19:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 14:14:23, 511 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებს

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,სკები და მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი გადაეცემა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და  წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფაა.

უწყების ინფორმაციით, მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამის პირველ ეტაპზე 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა  უკვე მიიღო 7588 სკა.

სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპზე 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  3609 სკაგადაეცემა, 19 კოოპერატივი 19 ერთეულ თაფლის საწურს და, ჯამურად 41 800 ლიტრის მოცულობის  თაფლის შესანახ ჭურჭელსმიიღებს.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერისსახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივებისსკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით,  როგორც მონაწილის საკუთრებაში არსებულ, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემულ სკებზე. სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხელს შეუწყობს  მიკვლევადობას, უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას.

პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისმიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ მოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში.სახელმწიფო პროგრამის მონაწილე იღებს  ტექნიკურ დახმარებასაც „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის  №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვის მიმართულებით.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები ვალდებული არიან პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში ფუტკრის ოჯახები 2018 წლის 1 იანვრამდეგანათავსონ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics