|
2016-05-24 21:58:58, 1108 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მომზადებული ცვლილებები დამტკიცდა
თბილისის ქაოტური განაშენიანების მანკიერ პრაქტიკის აღკვეთის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში, თბილისის მერიის ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტება აღარ მოხდება, ასევე იზღუდება განაშენიანება გამწვანებულ ტერიტორიებზე, რაც მეტი საჯარო სივრცეების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების მიღება გარდამავალი პერიოდის ღონისძიებაა, იმ საბოლოო პოლიტიკის შემუშავებამდე, რომელსაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე გუნდი შეასრულებს. მისი განმარტებით, კ2 კოეფიციენტის შეზღუდვა არ გავრცელდება თბილისის პერიფერიაზე, რათა გარეუბნებს ურბანული განვითარების მეტი საშუალება მიეცეს.
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)