რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერადსახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციაშესაძლებელია დისტანციურად   სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge

" />
19:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 15:44:27, 571 ნახვა

საზოგადოება
რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერადსახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციაშესაძლებელია დისტანციურად   სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის  დადგენილი პირობების დაკმაყოფილების  შემთხვევაში რძის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  გადაეცემათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები,  რომლებიც აღჭურვილი იქნება  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით.

მათივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით  გადაეცემათ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. კოოპერატივები, ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარება სტრეინინგების სახით.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 1 ივლისამდე გაგრძელდება.

სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics