19:25 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 19:13:05, 553 ნახვა

საზოგადოება
მარგველაშვილი: საქართველო განაგრძობს ძალისხმევას, შექმნას პირობები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილთა ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნებისათვის

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში მეორე მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოვიდა.

გიორგი მარგველაშვილმა დევნილებთან მიმართებაში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს მოუწია დაეტოვებინა საკუთარი სახლები, მტკივნეული კონფლიქტის შედეგად.

რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიამ და საქართველოს ტერიტორიების შემდგომმა ოკუპაციამ შედეგად მოიტანა იძულებითი გადაადგილების ახალი ტალღა.

საქართველოს მოსახლეობის 10% იძულებით გადაადგილებული პირია. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია მათ მისაღები საცხოვრებელი პირობები შევთავაზოთ. ამასთანავე, საქართველო ვალდებულებას იღებს გააგრძელოს საცხოვრებელი კომპლექსების შენების პროექტები და საარსებო წყაროს პროგრამები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ დევნილები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს მშვიდობიანად და ღირსეულად უნდა დაუბრუნდნენ.

„საქართველო აგრძელებს ძალისხმევას, რათა შექმნას პირობები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის, რომლის მიზანია შეამციროს შიდა გადაადგილება",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, საქართველომ უკვე მიიღო 3 500 - მდე თავშესაფართა მაძიებელი: ერაყიდან, უკრაინიდან, სირიიდან, ნიგერიიდან, კოტ დივუარიდან, სომალიდან - მიმდინარე ლტოლვილთა კრიზისის შედეგად.

„ჩვენ ასევე ვგეგმავთ მოვიწვიოთ გარკვეული რაოდენობის დევნილი სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე.

საქართველო პირობას დებს, ერთობლივად იმუშაოს, გაძლიერებული საერთაშორისო სტრუქტურისთვის, პროგნოზირებადი და სამართლიანი პასუხისმგებლობისთვის, ყველა საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებთან შეერთების გზით, რომლებიც აძლიერებენ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს.

ჩვენ ვაგრძელებთ თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვას, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ქვეყანაში",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics