12:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 19:10:35, 823 ნახვა

სამართალი
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და პრეზიდენტის მრჩეველი ვენეციის კომისიაში შეხვედრებს გამართავენ

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და პრეზიდენტის მრჩეველი ვენეციის კომისიაში კონსულტაციებს გამართავენ.

23-24 მაისს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე სტრასბურგში, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა  კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთანაც. 

შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო  პაკეტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებს. პარლამენტის პროექტი უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცვლილებების პაკეტი  წინასწარი მოსაზრებების მოსამზადებლად ვენეციის კომისიას გადაუგზავნა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics