|
2016-05-23 17:26:28, 543 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისი გახსნა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა რუსთავში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გახსნა. ახალი კონცეფციის ოფისის გახსნას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, ახალი კონცეფციის ოფისის პროექტის შესარჩევად კონკურსი იყო გამოცხადებული, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. „საბოლოოდ, ასეთი დიზაინის პროექტი შეირჩა და დამტკიცდა. პირველი ახალი დიზაინის კომფორტული ოფისი რუსთავში აშენდა. ასეთივე დიზაინით ოფისები ყველა დიდ ქალაქში იქნება. ახალი კონცეფციის მეორე ოფისის შენებლობას ოზურგეთში ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი არსოშვილის თქმით, ახალი კონცეფციის ოფისებში, რომელიც ეტაპობრივად თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება, პირობით მსჯავდებულებთან ინდივიდუალური მუშაობისათვის ყველა პირობა არის შექმნილი. ახალი კონცეფციის ოფისი, ასევე, იძლევა ჯგუფური თერაპიის განხორციელების შესაძლებლობას. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ამ ტიპის ოფისებში პრობაციონერებს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეასწავლიან. ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებით, ახალი კონცეფციის ოფისის გახსნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კარგი მუშაობის შედეგია. „სამინისტრო თანაბარ ყურადღებას უთმობს როგორც ციხეებში განთავსებული პირების მდგომარეობას, ასევე, ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის პროცესს. სწრაფი და უმტკივნეულო რეაბილიტაცია სარგებლობის მომტანია როგორც მსჯავრდებულების და პრობაციონერების, ასევე, მთელი საზოგადოებისათვის. ეს არის ხანგრძლივ სამომავლო შედეგზე გათვლილი ინიციატივა“, - განაცხადა კრისტიან ურსემ. ახალგახსნილი ოფისი, რომელიც ქალაქის ცენტრშია განთავსებული, ხელსაყრელია პრობაციონერთა რეგისტრაციის გავლისთვის. ოფისში ფუნქციონირებს ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები. ახალი კონცეფციის ოფისში კომფორტული გარემოა შექმნილი სხვადასხვა სერვისის მისაღებად. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოქმედი ხის საწარმოში დამზადებული პროდუქცია. ასევე, წარმოდგენილი იყო პრობაციის ეროვნული სააგენტოს ავტომობილები, რომელიც სასჯელის ახალი სახის - შინაპატიმრობის აღსრულებისთვის გამოიყენება და ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირობით მსჯავრებულთა რებილიტაცია- რესოციალიზაციაა. ამ მიზნით სამინისტრო პრობაციონერებს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობს. სამინისტრო, ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. აღსანიშნავია, რომ ოფისის მშენებლობაზე დასაქმებულნი იყვნენ პირობით მსჯავრდებულები, რომელთა საშუალო დღიური ანაზღაურება 20 ლარს შეადგენდა. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე 1824 პირობით მსჯავრდებული იმყოფება, მათ შორის რუსთავის ოფისში _ 797. ბიუროში 11 თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც დღეიდან სრულყოფილად აღჭურვილ, კომფორტულ გარემოში იმუშავებენ. ახალი კონცეფციის, სპეციალურად პრობაციის ბიუროებისათვის შექმნილი დიზაინით მოწყობილი ოფისები ყველა რეგიონში გაიხსნება.
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)