18:12 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 17:26:28, 627 ნახვა

საზოგადოება
პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში, კონსულტანტების შერჩევის მორიგი ეტაპი დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის პილოტ-პროექტის „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში, ტრენერ-კონსულტანტების შერჩევის მორიგი ეტაპი გაიმართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კონსულტანტობის 44 პრეტენდენტთან საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გამართა.
 
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გამგებელმა პროექტი წარადგინა და კონსულტანტობის პრეტენდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის არსსა და მიზნებზე, განუმარტა მათი უფლება-მოვალეობები, ისაუბრა პროექტის განხორციელების ეტაპებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.

ტრენინგის დასასრულს, კონსულტანტობის კანდიდატებს დაურიგდათ სპეციალური კითხვარი, რომლის მიზანი იყო მოსმენილი ინფორმაციის ანალიზისა და დასკვნის უნარების შეფასება. კანდიდატთა პასუხები პროექტის მმართველი საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტთა საბოლოო შემადგენლობის შერჩევისას.

„ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. კონსულტანტობის კანდიდატებს დეტალურად გავაცანით პროექტის არსი, მიზნები, ის მოლოდინები, რაც ჩვენ პროექტზე მუშაობის დაწყების დღიდან გვაქვს. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რადგან დავინახეთ, რომ  კანდიდატების მოტივაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ დიდი მოლოდინები გვაქვს აღნიშნული პროექტიდან, რომლის მიზანია, რომ ჩვენ თავად ვმართოთ ჩვენი ქალაქი. სწორედ ამიტომ დავარქვით მოექტს „მართე შენი ქალაქი“ , - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

„მართე შენი ქალაქი“ საბურთალოს რაიონის გამგეობის მორიგი საპილოტე პროექტია, რომლის მიზანი და ამოცანაა რაიონში სწორად ჩამოყალიბებული, ინფორმირებული, მდგრადი და სრულყოფილი ამხანაგობების განვითარება, რომლებიც იქნებიან დამოუკიდებელი და თვითკმარი სუბიექტები, შეძლებენ საკუთარი ქონების მოვლა-პატრონობასა და დამოუკიდებლად განკარგვას. 

კანდიდატების შერჩევა 2016 წლის აპრილში საჯარო კონკურსის გზით დაიწყო. კანდიდატობის მსურველებს საშუალებას ჰქონდათ წარედგინათ რეზიუმე და სამოტივაციო წერილები, საიდანაც მოხდა 44 პრეტენდენტის შერჩევა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მმართველი საბჭოს წევრები, მერის მოადგილის აპარატის ხელმძღვანელი, დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და  საპილოტე პროექტის პერსონალი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics