|
2016-05-23 16:26:15, 1044 ნახვა
რეგიონი
ბათუმი ზაფხულის სეზონს რეაბილიტირებული ქსელით ხვდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ბათუმში 110 კვტ. ქვესადგურში „ბათუმი 4" სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობა სს „ენერგო-პრო ჯორჯია"-ს გენერალურ დირექტორთან მიხეილ ბოცვაძესთან ერთად დაათვალიერა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად, ქვესადგურის სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მათივე ცნობით, არსებულ ტრანსფორმატორს დაემატება ორი ახალი ტრანსფორმატორი, რითაც ქვესადგურის მიერ გატარებული ელექტროენერგიის სიმძლავრე სამჯერ გაიზრდება. „სამუშაოები დასრულდება საზაფხულო სეზონის დადგომამდე და განახლებული ქვესადგური უზრუნველჰყოფს ბათუმის განსაკუთრებით დატვირთული უბნების ენერგომომარაგების სტაბილურობას. გარდა ამისა, მიმდინარეობს 110 კვტ. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების „ადლია 1" და „ადლია 2" სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე საკურორტო სეზონის დადგომამდე დასრულდება. განახლებული გადამცემი ხაზები სრულად უზრუნველჰყოფენ მთლიანად ქ. ბათუმის საიმედო ენერგომომარაგებას. მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ბათუმის ბულვარში. სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის სხვა ქუჩებზეც. ამავდროულად, ქობულეთის სანაპირო ზოლში მიმდინარეობს 35 კვტ. მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქობულეთის სანაპირო ზოლის ენერგომომარაგების სტაბილურობას, გაზრდილი მოხმარების პირობებში. რაც შეეხება გონიოსა და კვარიათს, სანაპირო ზოლის მკვებავ 10 კვტ. გადამცემ ხაზს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
Axios: ვიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტებს ჩართავენ
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრების პირობა დადო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)