18:12 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 18:05:44, 587 ნახვა

საზოგადოება
გაეროს განვითარების პროგრამამ ჯანდაცვის სამინისტროს რეანომობილი გადასცა

გაეროს განვითარების პროგრამამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეანომობილი გადასცა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპი და საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიმიტრუ ბადეა დაესწრნენ.

 მათივე ინფორმაციით, მაღალი გამავლობის სპეც-მანქანა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მომსახურებისთვის აუცილებელი ინვენტარითაა აღჭურვილი.

რეანომობილისა და ეკიპირების ღირებულება ჯამურად 70.000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. რეანომობილის მეშვეობით, რეფერალური შემთხვევების მართვა, პაციენტთა ადგილზე კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტი რეანომობილს რეფერალური პროგრამის განსახორციელებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს გადასცემს. რეგიონული სასწრაფო რეფერალური პროგრამის მართვას 2016 წლის ივნისიდან დაიწყებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics