18:12 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 14:58:22, 587 ნახვა

საზოგადოება
საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული მცხეთის #1 სკოლა გახდა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის" გამარჯვებული მცხეთის #1 სკოლა  გახდა.

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ინფორმაციით, მეორე საპრიზო ადგილი „ევროპულმა სკოლამ", ხოლო მესამე - სკოლა „კანდიდმა" დაიკავა.

მათივე ცნობით, ვიქტორინის საუკეთესო მოთამაშე „კანდიდის" გუნდის წევრი თამარ ბერიძე გახდა, რომელმაც ყველაზე მეტ კითხვაზე გასცასწორი პასუხი.

პროექტში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის 32 სკოლა მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე საქართველოს პირველირესპუბლიკის თემაზე ეროვნული არქივის თანამშრომლებმა პრეზენტაციები ჩაატარეს. თითოეულმა სკოლამ შექმნა 5-კაციანიგუნდი, რომლებიც ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად 8 ქვეჯგუფში კენჭისყრით განაწილდნენ. პროექტის ფინალურიეტაპი - ვიქტორინა - 21 და 22 მაისს გაიმართა.

საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიისამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები, ისევე, როგორც საუკეთესო მონაწილე, მომდევნო კვირაში ეროვნული არქივისდაწესებული სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics