18:12 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 12:19:53, 569 ნახვა

საზოგადოება
პრობაციონერთა შორის აღმოსავლეთ საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი თბილისის გუნდი გახდა

პრობაციონერთა შორის გამართულ მინიფეხბურთის ტურნირში, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, შეჯიბრებაში თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს პრობაციის რეგიონულ ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მჯავრდებულები მონაწილეობდნენ.

უწყების ინფორმაციით, ტურნირზე არასრულწლოვანი პრობაციონერებისგან დაკომპლექტებული ნაკრები ცალკე გუნდით იყო წარმოდგენილი. შეჯიბრებაში მეორე და მესამე ადგილებზე  პრობაციის ეროვნული სააგენტოს, კახეთისა  და  შიდა ქართლის გუნდები გავიდნენ.

ჩემპიონსა და პრიზიორებს თასი და მედლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა გადასცეს. გარდა ამისა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი  სპეციალური პრიზებით  დაჯილდოვდნენ.

„ფეხბურთის ჩემპიონატი პირობით მსჯავრდებულებისა და პრობაციის ოფიცრების მონაწილეობით ყოველწლიურად ტარდება. სპორტული აქტივობა და  ცხოვრების ჯანსაღი წესი პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია,“ - განაცხადა  პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თეიმურაზ მაღრაძემ.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტრადიციული ტურნირი მინიფეხბურთში რამდენიმე ეტაპად ტარდება. ივნისში ანალოგიური ტურნირი დასავლეთ საქართველოში გაიმართება,  სექტემბერში კი თბილისში ფინალური ასპარეზობა მოეწყობა.

ტურნირის მხარდამჭერები  არიან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაცია „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ადმინისტრაცია,  რომელმაც ასპარეზობაში გამარჯვებულებისთვის სპეციალური პრიზები დააწესა.

2015 წელს პირობით მსჯავრდებულთა შორის ჩემპიონობა მინიფეხბურთში სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციონერთა გუნდმა მოიპოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics