12:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 10:30:18, 846 ნახვა

სამართალი
შსს მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური განვითარების მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი სოციალურ-საგანმანათლებლო მედია-პროექტ „ეტალონის“ 10 წლის იუბილეს და ფინალურ შეჯიბრს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე დაესწრო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დავით ვარდიაშვილმა ინტელექტ-შეჯიბრის ფინალში მესამე ადგილზე გასულ, ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე გაგა გვიჭიანს გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის ტიტული - „ეტალონის ქომაგი“ მიენიჭა.

სპეციალური დიპლომი შს მინისტრის მოადგილეს პროექტის ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა.

შსს-ს დაცვის პოლიცია და აკადემია პროექტ „ეტალონთან“ მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური განვითარების და ცოდნის გაღრმავებისთვის მომავალშიც იზრუნებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics