|
2016-05-21 21:16:49, 1181 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის მერი „ეტალონის“ფინალურ კონკურსს დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია სპორტის სასახლეში გამართულ სატელევიზიო პროექტ „ეტალონის“ ფინალურ შოუ-კონკურსს დაესწრო. დავით ნარმანიამ სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის მონაწილეებს წარმატება უსურვა. თბილისის მერის თქმით, ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემა „ეტალონი“ ხელს უწყობს ახალგაზრდებში განათლებისა და წიგნის პოპულარიზაციას, მოტივაციის გაძლიერებას, სწორედ ამიტომ აღნიშნული პროექტი აქტუალობას წლების შემდეგაც არ კარგავს. მისივე თქმით, ეტალონი უნდა იქცეს მაგალითად და შეიქმნას არაერთი მსგავსი სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი, თბილისის მერია კი აღნიშნული პროექტების აქტიური მხარდამჭერი იქნება. თბილისის მერიას "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა "ეტალონის ქომაგის" ტიტული მიანიჭა და შესაბამისი სიგელი დავით ნარმანიას გადასცა. „ეტალონის“ ფინალურ კონკურსში თბილისის 10-ვე რაიონსა და ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების 82 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)