12:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 14:03:16, 852 ნახვა

სამართალი
პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული 5 პირის დამნაშავედ ცნობას აპროტესტებენ.

ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები. აქციას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

პროკურატურასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ამასთან, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით, გორგასლის ქუჩა გადაკეტილია. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი.

გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება.  ცნობისთვის, საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics