16:49 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 14:28:02, 702 ნახვა

საზოგადოება
„ინოვამ“ გინეკოლოგიაში თანამედროვე ლაპაროსკოპიული ქირურგიის საერთაშორისო მასტერკლასს უმასპინძლა

19-20 მაისს, სამედიცინო ცენტრ „ინოვაში“ ჩატარდა საერთაშორისო მასტერკლასი თემაზე "თანამედროვე ლაპაროსკოპიული ქირურგია გინეკოლოგიაში".

აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური მასტერკლასი საქართველოში პირველად ჩატარდა. მასტერკლასს ესწრებოდა გინეკოლოგიის სფეროში მომუშავე 260 დელეგატი 8  ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, ლატვია, ყაზახეთი, უზბეკეთი, სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი.

მასტერკლასის  მიმდინარეობის პროცესში განხორციელდა ლაპაროსკოპიული ოპერაციების პირდაპირი ტრანსლაცია, რამაც დელეგატებს  საშუალება მისცა უფრო უკეთ გაცნობოდნენ ახალი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებს.

მასტერკლასს უძღვებოდნენ  ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები:

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვადიმ ხატიაშვილი - მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი “ინოვა”-ს ოპერაციული გინეკოლოგიის და გინეკოლოგიური ენდოსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელი; სამედიცინო ცენტრი „ინოვას“ თანადამფუძნებელი;

მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირაკლი თოდუა - მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი “ინოვა”-ს გინეკოლოგი, ონკოქირურგი; სამედიცინო ცენტრი „ინოვას“ თანადამფუძნებელი;

პროფესორი არნო ვატიესი - დუბაის კლინიკა „ლატიფას“ გინიკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დუბაი; მოწინავე გინეკოლოგიური ენდოსკოპიის კურსის ხელმძღვანელი, IRCAD, სტრასბურგი საფრანგეთი.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვიტალი ბეჟენარი - მეანობა-გინეკოლოგიის და ნატალოგიის კათედრის ხელმძღვანელი, აკადემიკოს პავლოვის სახელობის სანკტ პეტერბურგის პირველი საუნივერსიტეტო გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი;

პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი - ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (CICE) , კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი; დესტენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გინეკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგი კონსულტანტი, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი.

მასტერკლასზე განიხილებოდა: ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია-როგორ გავაკეთოთ მარტივად და უსაფრთხოდ,  მიომების ლაპაროსკოპიული მკურნალობა - თანამედროვე მიდგომა, ენდომეტრიოზის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, საკვერცხის რეზერვის შენარჩუნების მიზნით, საკვერცხის ენდომეტრიოზის მკურნალობა - რა არის ახალი? და სხვა.

მასტერკლასის დასრულების შემდეგ,  მონაწილეებს  სერთიფიკატები გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics