შინაგან საქმეთა  მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

" />
16:49 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 09:37:56, 553 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა ევროპარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა

შინაგან საქმეთა  მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებული რეფორმები გააცნო, რომელთა შედეგებიც ევროკომისიის ანგარიშში პოზიტიურად აისახა.

მათივე ინფორმაციით,  მინისტრმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და ევროპის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების, პოლიციის ატაშეების, ევროპოლისა და ინტერპოლის მეშვეობით.

გიორგი მღებრიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში, რაც ამჟამად ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს.

თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სამოქმედო მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა გიორგი მღებრიშვილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოსთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics