15:14 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 16:15:34, 561 ნახვა

საზოგადოება
დევნილების დასახლებაში ავარიული კორპუსის კეთილმოწყობა დასრულდა

წყნეთში დევნილთა დასახლებაში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გაგრის ქუჩაზე არსებულ ავარიულ კორპუსს საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, დაზიანებული ფუნდამენტი შეიცვალა მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკვლით, ამოივსო ბზარები, შეილესა კედლები. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში, ძველი დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა ახლით. განხორციელებულ სამუშაოებს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნო.

„კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა გაგრის ქუჩის მე-5 კორპუსს, რომელიც ავარიული და სრულიად ამორტიზებული იყო; ამ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობს; ასევე, მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

საკანალიზაციო სამუშაოების 85% ვაკის რაიონის გამგეობამ დააფინანსა, 15% - დევნილთა სამინისტრომ; გამაგრებითი სამუშაოების 90% გამგეობამ, 10% კი დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო.

რაიონის მასშტაბით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის სამუშაოები 75 მისამართზე მიმდინარეობს. 20 მისამართზე იცვლება საკანალიზაციო სისტემა, რეაბილიტაცია უტარდება 25 ლიფტს და 17 სახურავს, გამაგრებითი სამუშაოები 5 მისამართზე, წყალსაწრეტი მილების შეცვლა და ნაპრალების ამოვსება კი 8 ობიექტზე მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics