15:19 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 17:42:00, 595 ნახვა

საზოგადოება
აჭარის დელეგაცია ტერნოპოლის ოლქში იმყოფება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინის რესპუბლიკაში, ტერნოპოლის ოლქში იმყოფება, სადაც 19-20 მაისს დაგეგმილ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში „ტერნოპოლი Invest – 2016" – ში მიიღებს მონაწილეობას.

აჭარის დელეგაციის წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს ტერნოპოლის გუბერნატორთან ბატონ სტეპან ბარნასან, რომელზეც აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანმა ლევან ჯაშმა აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

რაც შეეხება ფორუმს „ტერნოპოლი Invest – 2016", მას ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო ადმინისტრაციებისა და უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფორუმი 19 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას უკრაინაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილი იქნება როგორც აჭარის, ისე ტერნოპოლის საინვესტიციო პროექტები და ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics