13:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 11:20:05, 561 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდისა და ცაიშის მეუფის რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა

ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსში, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მეუფის რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს მეხანძრეები სამი საათის განმავლობაში აქრობდნენ.

ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის სხვენი, ხანძარი სავარაუდოდ, სწორედ აქ გაჩნდა. მისი გამოწვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, ერთ-ერთ ვერსიად ელექტროსადენები სახელდება.

რეზიდენციიდან ხატების და სიწმინდეების გამოტანა დროულად მოხერხდა, ხანძარი არ გადადებია გვერდით მდებარე სხვა შენობებს. ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics