2016-05-16 10:01:40, 563 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საზოგადოებას პარტიის ახალ სახეებს წარუდგენს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს, 18:00 საათზე, საზოგადოებას პარტიის ახალ სახეებს წარუდგენს. ღონსძიება ლეღვთახევში (აბანოთ უბანი ) გაიმართება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება. როგორც პარტიაში აცხადებენ, სიის პირველი ათეული ოფიციალურად დღეს დასახელდება, თუმცა საბოლოოდ მის შემადგენლობას ყრილობაზე გააჟღერებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან