20:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-15 12:59:44, 663 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ქართველ და აზერბაიჯანელ მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ჰეიდარ ალიევის კონგრესცენტრში გაიმართა.

კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს სამხედრო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამების თაობაზე. მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხზეც იმსჯელეს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. თინათინ ხიდაშელმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოში მოქმედი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გამოყენება შესთავაზა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში 24-25 მაისს დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) და 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძებაზე მოიწვია. დღესვე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თურქ კოლეგას შეხვდება და სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics