2016-05-14 21:35:08, 658 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: კარგი იქნება თუ ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელი წავა
"კარგი იქნება თუ ვარშავის სამიტზე თინა წავა" - ამის შეახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე სამიტისთვის მოსამზადებელი მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.
”მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ ვარშავის სამიტზე თინა წავა. მან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ამ პერიოდში. თუ მას სურვილი ექნება და მე როგორც ვიცი, თქვა, რომ სამიტზე ის წავიდოდა, არანაირი მიზეზი, რომ ეს არ მოხდეს, არ არის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან