|
2016-05-14 09:35:30, 591 ნახვა
საზოგადოება
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ილია ვეკუას 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ეროვნული აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის, მსოფლიოს მრავალი სამეცნიერო აკადემიის მიერ აღიარებული მეცნიერის ილია ვეკუას დაბადებიდან 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „შეშელეთიდან მთაწმინდამდე“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა, რომელმაც მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. ილია ვეკუას 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ქართველი მეცნიერები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრნენ. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკს უმაღლესი საბჭოსა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)