18:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 17:47:35, 594 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: კვლევები ერთ-ერთი დამატებითი ნიშანია თუ რამდენად მჭიდროა კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა

„სოციოლოგიური კვლევები ერთ-ერთი დამატებითი ნიშანია იმის, თუ რამდენად მჭიდროა კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა" და პაატა ბურჭულაძეს შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

კობახიძემ ყურადღება გაამახვილმა იმ ქართულ კომპანიებზე, რომლებიც კვლევებს  NDI-ისა და IRI-ის დაკვეთით ახორციელებენ. 

„აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება სოციოლოგიურ კვლევებზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ნაციონალურ მოძრაობასა" და პაატა ბურჭულაძეს შორის არსებულ კავშირებზე.

ერთი მხრივ, დაიდო NDI-ის დაკვეთით  IRI-ის კვლევა, რომლის თანახმადაც, ყველაზე პოპულარული ადამიანი საქართველოში არის, თურმე, ბატონი დავით ბაქრაძე, ხოლო, ამის შემდეგ კვლევას დებს უკვე IPM-ი და აცხადებს, რომ ყველაზე პოპულარული ადამიანი არის პაატა ბურჭულაძე. ორივე შემთხვევაში ქართულ კომპანიებზეა საუბარი. ამასაც ხაზს გავუსვამ",- აღნიშნაირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, აქ იკვეთება კიდევ ერთხელ ის დღის წესრიგი, რომლითაც შემოდის „ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო პროცესში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics