|
2016-05-13 17:25:59, 493 ნახვა
პოლიტიკა
დიდი ჩაილურის სკოლაში დაღუპული გმირების მემორიალური დაფები გაიხსნა
საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა მინისტრებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის სკოლაში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების - ზურაბ ფეიქრიშვილისა და გიორგი კირაკოზაშვილის მემორიალური დაფები გახსნეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა და თამარ სანიკიძემ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს და დიდი ჩაილურის სკოლაში აღზრდილი გმირების დამსახურებებზე ისაუბრეს. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, კამპანია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო. „ეს კამპანია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. გვინდოდა ყველა სკოლაში, სადაც ჩვენი თაობის, დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული გმირები სწავლობდნენ, უფრო ახლოს მიგვეტანა მათი ისტორიები ბავშვებისთვის, უფრო მეტად ეამაყათ, მეტი ამბავი ჰქონოდათ ერთმანეთისთვის მოსაყოლი. ჩვენ სპეციალური ვებგვერდიც შევქმენით თავდაცვის სამინისტროში და მათ ისტორიებს ვუყვებით საზოგადოებას. გვინდა, ყველამ იცოდეს, რომ მათთან ერთად, მათ გვერდით ის ადამიანები ცხოვრობდნენ, ვინც თანამედროვე საქართველო დღევანდლამდე მოიყვანა. ვისი სიცოცხლის ფასადაც შესაძლებელი გახდა ის, რომ დღეს შედარებით უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, შედარებით უკეთესი პერსპექტივები გვაქვს, შეადრებით უკეთეს მომავალს ველოდებით. დღეს ამ ამბის ერთ-ერთი სიმბოლური დღეა დიდი ჩაილურის სკოლაში. აქ ორი ასეთი გმირი სწავლობდა, ერთი ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში დაიღუპა, მეორე აგვისტოს ომში შეეწირა საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩვენ მათ ხსოვნას პატივი მივაგეთ, სიმბოლურად დროშა აღვმართეთ სკოლის ეზოში ნიშნად იმისა, რომ დროშა, რომელიც ამ ბიჭებს ეჭირათ ხელში თამამად და ამაყად უნდა ფრიალებდეს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ცნობისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის რიგითი ზურაბ ფეიქრიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა, IV ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის შტაბის S2 დაზვერვის ოფიცერი კაპიტანი გიორგი კირაკოზაშვილი კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა. ღონისძიებას, რომელიც, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალით დასრულდა, გიორგი კირაკოზაშვილის დედაც დაესწრო. მსგავსი ღონისძიებები უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)