|
2016-05-13 17:21:15, 506 ნახვა
პოლიტიკა
კანადაში საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობის გააქტიურებაზე იმსჯელეს
საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი კანადაში შეხვედრებს განაგრძობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრა გამართა კანადის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარესთან რობერტ ნოლტთან, ასევენატოს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეებთან, წარმომადგენელთა პალატისწევრებთან, კრის ბიტლთან და შერილ გალანტთან. მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და კანადას შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებაზე და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობაზე. ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ვერო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების განხორციელების კუთხით. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს. ამ მხრივ აღინიშნა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობა. კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის საჯარო გამოსვლა კარლტონის უნივერსიტეტის ევროპის, ევრაზიისა და რუსეთის სწავლებების ინსტიტუტში თემაზე „საქართველო დასავლეთისკენ: გამოწვევები და შესაძლებლობები." საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა დეტალურად მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ისაუბრა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებზე. გამოსვლის დასრულების შემდგომ დავით ზალკალიანმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)