|
2016-05-13 15:43:26, 540 ნახვა
საზოგადოება
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის უფროსკლასელები სასწრაფო დახმარების ცენტრს ესტუმრნენ
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრენინგცენტრში მოსწავლეები პირველად სარეანიმაციო ღონისძიებებს გაეცნენ და მანიკენებზე თავად სცადეს სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ელემენტარული მანიპულაციის ჩატარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის გიორგი ბუთხუზის განცხადებით, დღესდღეობით საზოგადოებაში გაზრდილია ინტერესი ცენტრის საქმიანობის მიმართ. დღევანდელი ღონისძიება საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ იმ ღონისძიებებს, რომელიც აუცილებელია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. მისივე თქმი უკვე იციან ის ელემენტარული მანიპულაციები, რომელიც, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გამოადგეთ. როგორც მოსწავლეებმა განაცხადეს, ასეთი ტრენინგი მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა, თავად აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, როცა ახლობელისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა გახდეს საჭირო. დღესვე ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა სოციალურ აქცია „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ შეუერთდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)