18:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 14:13:51, 563 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ფრანგ სენატორს ქრისტოფ-ანდრე ფრასას შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში, ფრანგ სენატორს ქრისტოფ-ანდრე ფრასას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და  დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის მიღწევების შესახებ ისაუბრეს.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზე,  მის მნიშვნელობასა და ამ მხრივ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

შეხვედრაზე, ასევე,  ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრეს.

სენატორმა ქრისტოფ-ანდრე ფრასამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics