|
2016-05-13 11:49:12, 638 ნახვა
საზოგადოება
წიწამური–საგურამო–ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, წიწამური–საგურამო–ცხვარიჭამიის საავტომობილო გზის 6.4 კმ–იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ნავდარაანთკართან იწყება და სოფელ ბურიანთან სრულდება. „წიწამური - საგურამო - ცხვარიჭამიას საავტომობილო გზა უმოკლესი მანძილით აკავშირებს გზის გასწვრივ მდებარე სოფლებს მუნიციპალურ ცენტრთან და ქალაქ თბილისთან, ასევე ცენტრალურ მაგისტრალთან. პროექტით გათვალისწინებულია, გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, საგზაო სამოსის მოწყობა და მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზის თანამედროვე ელემენტებით აღჭურვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიმდებარე სოფლების ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მოანკევთზე ასფალტ–ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 934 300 ლარია, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება“, - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)