17:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 18:45:01, 747 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე: იძულებული გავხდი, ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში

დღეს ქვეყანა არის ისეთ მდგომარეობაში, რომ იძულებული გავხდი, მიმეტოვებინა ჩემი კარიერა, ტკბილი ცხოვრება და ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სახელმწიფო ხალხისათვის“ ასე ქვია პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ჩაუდგება.

როგორც პაატა ბურჭულაძემ განმარტა, მას შემდეგ, რაც „საქართველოს განვითარების ფონდი" ჩამოაყალიბა, მთავრობასთან კომუნიკაციას ცდილობს, თუმცა, მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებში ბურჭულაძისათვის დრო არ გამოიძებნა".

„მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ვერ გამოინახა დრო სახელმწიფო სტრუქტურებში იმისათვის, რომ ჩვენთან შეხვედრა მომხდარიყო და გაეზიარებინათ ჩვენი ხედვები. ჩვენ შემოვიარეთ საქართველოს სოფლები და ქალაქები, ვნახეთ, როგორ ცხოვროს ხალხი, აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“.დღეიდან ეს მოძრაობა იწყებს თავის ცხოვრებას. მე მყავს პოლიტიკური გუნდი, ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართ, თუ რა უნდა გავაკეთოთ. პარლამენტში შესვლის შემდეგ ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან და ჩვენს გვერდით იქნება მთელი საქართველო”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის განმარტებით, ამავე თვეში პარტიის ყრილობაც იგეგმება.

„სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერი მმართველი გუნდის ეჭვებსაც გამოეხმაურა, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული.

"9 წელი მე ვიყავი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე, ყველა პოლიტიკური ლიდერის გვერდით ვიდექი მაშინ, როცა ის მოდიოდა მთავრობაში. დღეს ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ადამიანს, ვის გვერდითაც შეიძლება დადგომა. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება და სათავეში ჩავუდექი პოლიტიკურ ძალას”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics