17:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 18:24:19, 555 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილი: უმრვალსეობა ცდილობს გომელაური უხერხული სიტუაციიდან გამოაძვრინოს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღეს დეპუტატები სავარაუდოდ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს ვერ მოუსმენენ.  

როგორც ნადირაშვილმა განაცხადა, პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, რომელიც დიდხანს გაგრძელდება და სავარაუდოდ დეპუტატები ვახტანგ გომელაურს ისევ ვერ მოუსმენენ.

ნადირაშვილის თქმით, უმრვალსეობა ცდილობს ვახტანგ გომელაური უხერხული სიტუაციიდან გამოაძვრინოს.

“უმრავლესობამ დღევანდელი დღე სპეციალურად შეარჩია გომელაურის მოსასმენად. იციან, რომ მიმდინარე კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნებოდა ხანგრძლივი განხილვის საგანი. უმრვლესობამ სპეციალურად შეარჩია ეს დღე, რომ გომელაურისთვის კიდევ ერთხელ აეცილებინათ თავიდან უმცირესობის მხრიდან დასმული ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკული კითხვები", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურის წლიური ანგარიშით წარდგენაა დაგეგმილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics