17:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 17:00:31, 480 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე, გარკვეული კონსულტაციები შეიძლება ბიძინა ივანიშვილთან არსებობდეს

„ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე, შეიძლება არსებობდეს“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც  ყოფილი პრემიერის პარტია „ქართული ოცნების“ სიის ფორმირებაში ჩართულობას შეეხებოდა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყოფილ პრემიერს ძალიან მაღალი ავტორიტეტი აქვს არამხოლოდ „ქართულ ოცნებაში“ არამედ მთლიანად  ქვეყანაში.

„არასოდეს დამიმალავს, რომ მას აქვს ძალიან მაღალი ავტორიტეტი, არა მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებაში“, არამედ მთლიანად საქართველოში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რომ მასთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება არსებობდეს, ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ შემდგომი გუნდი და ცვლილებები მის შემადგენლობაში შესაძლოა იყოს, მაგრამ ეს არ იქნება მთლიანად ახალი გუნდი, იქნება ნაწილი ძველი გუნდიდან წარმოდგენილი, შემდგომი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics