15:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 08:24:09, 493 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: არ გამოვრიცხავ, თამაზ მეჭიაური პოლიტიკური გუნდის შეცვლაზე ფიქრობდეს

თამაზ მეჭიაურის განცხადებები გაგებულ უნდა იქნას ერთი დეპუტატის ინდივიდუალურ პოზიციად და არა ხელისუფლების პოზიციად,   - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა.

ვიცე-სპიკერი თვლის, რომ პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშანი არ უნდა დაისვას.

“ვფიქრობ, პრემიერის ძალიან მკაფიო განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშანი არ უნდა დაისვას”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.  

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს, თამაზ მეჭიაური პოლიტიკური გუნდის შეცვლაზე ფიქრობდეს.

“თუ შენი პირადი მოსაზრებები გუნდის ოფიციალურად გაცხადებული პოლიტიკური პლატფორმისგან რადიკალურად განსხვავდება, ლოგიკურია, ამ გუნდს გაემიჯნო. არ შეიძლება, გაურკვევლობა დიდხანს გაგრძელდეს. ამ საკითხს პარტია საკუთარ წევრებთან გაარკვევს და ამისთვის სხვა, პარტნიორი, თუ კონკურენტი პარტიების მითითებები ნამდვილად არ გვჭირდება”, - განაცხადა კობახიძემ.

მან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოებას დიდი მოლოდინი აქვს, თუ ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ახალი სახეები, რა პრობლემატიკაზე იქნება ორიენტირებული პარტიის პროგრამა და რას შესთავაზებს მოსახლეობას.

“ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ სია მაქსიმალურად დახვეწილი და კონკურენტუნარიანი იყოს. 4 თვით ადრე, თავისი სიის შემადგენლობას არც ერთი პარტია არ აკონკრეტებს. ვადასტურებ, რომ საარჩევნო სიაში ყოფნასთან დაკავშირებით ჩემთან შემოთავაზება იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას  პარტია მიიღებს”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics