|
2016-05-11 17:04:49, 520 ნახვა
საზოგადოება
ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ქართული უნიკალური ენდემური ვაზის ჯიშები გაშენდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიგეგმა. ქართული ვაზის გაშენების პროცესს დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და მუზეუმის ადმინისტრაცია. მუზეუმის ტერიტორიაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ამსახველ საკარმიდამო ზონებში ამ რეგიონებისათვის დამახასიათებელი ვაზის წამყვანი ჯიშები დაირგო. პროექტის ერთ-ერთი მიზანი, ჩვენი ქვეყნის უცხოელი სტუმრებისათვის ქართული რვაათასწლიანი უნიკალური კულტურული მემკვირდეობის მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციაა. ამავდროულად, სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთ ეროვნულ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ჯიღაურას კვლევით ბაზაზე არსებული საკოლექციო ვენახების 100-ზე მეტი დასახელების უნიკალური ვაზის ჯიშები რომელიც ცენტრის მიერ იქნა აღდგენილი და გაშენებული დღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც დაირგო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)