14:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 17:36:48, 572 ნახვა

პოლიტიკა
ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით ინიციატივის განხილვას კამათი მოჰყვა

ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვასსაპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კამათი მოჰყვა.

პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების ინიციატორი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".

უმცირესობის წევრმი ირმა ნადირაშვილი  შეეცადა,  სქემის სახით წარმოედგინა, თუ რა ტიპის საქმეების გამოძიება შეიძლება მოხდეს ამ კომიტეტში:

„გაგაცნობთ, მაგალითად რა ტიპის საქმეების გამოძიება შეიძლება მოხდეს ამ კომიტეტში. ვიცით, როგორი ვითარებაა დღეს კულტურის სამინისტროში და როგორ ხდება სახელმწიფო შემოსავლების გადანაწილება კულტურის მინისტრის, მისი მოადგილეების, სსიპების თავმჯდომარეების, ფონდის ხელმძღვანელების ჯიბეებში. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრები პირდაპირ ხელშეკრულებებით ტენდერის გვერდის ავლით, ბიუჯეტიდან იღებენ  ამ შემოსავლებს.კარგად რომ დარწმუნდეთ, მოგიმზადეთ ეს პრეზენტაცია“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ნადირაშვილს სთხოვა, უშუალოდ პროექტთან დაკავშირებით ესაუბრა:

„ბევრჯერ გაქვტთ ნათქვამი, გასაგებია თქვენი პოზიცია,  პროექტთან დაკავშირებით ისაუბრეთ. კომიტეტი თუ შეიქმნა, რა უნდა გამოიძიოთ, აქეთკენ მიდიხართ. ახალს არაფერს ამბობთ“,-აღნიშნა კახიანმა.

„ძალიან მარტივია, არსებობს არგუმენტი, რომ არსებობს სისტემური კორუფცია, სისტემური კორუფცია რომ არ იყოს და იყოს ნათელი ყველაფერი, ამიტომ იქმნება კომიტეტი“,-განმარტა სერგო რატიანმა.

„არ გეშველებათ არაფერი ბატონო, სერგო, არ გეშველებათ. თქვენი მხრიდან სისტემურ კორუფციაზე ლაპარაკს არავინ  იჯერებს. თქვენზე ნერვები როგორ უნდა მოიშალოს ნორმალურმა ადამიანმა, ატრიალეთ არღანივით ერთი და იგივე“,-მიუგო საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა.

„სისტემური კორუფციაა, შიდა ეზოდ  რომ გადააქცია ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბარი“,-უპასუხა რატიანმა.

ამის შემდეგ კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის“  ინიციატივის განხილვა გაგრძელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics