2016-05-10 16:09:39, 640 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში 2000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო
ნაძალადევის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში რაიონის უბნებში: თემქაზე, სანზონაში, ლოტკინსა და ახალი ნაძალადევის ტერიტორიაზე 2000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო.
მათივე ცნობით, გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა - ზაზა გაბუნიამ, მოსახლეობასთან და თანამშრომლებთან ერთად მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ხის ნერგები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ტერიტორიაზე გადანაწილდა და ნერგების მოვლა- პატრონობაში მოსახლეობაც იქნება ჩართული. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე ცაცხვის 1200 და კიპაროსის 800 ნერგი დაირგო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან