|
2016-05-10 15:54:16, 492 ნახვა
პოლიტიკა
კომიტეტის სხდომაზე იმერლიშვილსა და ბესელიას შორის შეკამათება მოხდა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტებს მეორე მოსმენით განიხილავენ, ირინა იმერლიშვილსა და ეკა ბესელიას შორის შეკამათება მოხდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის თქმით, სერიოზული პრობლემაა, როდესაც პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ გაგზავნილი პროექტის მიღებას აპირებს. „მგონია, რომ ისედაც ძალიან სერიოზული პრობლემაა, როდესაც პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ გაგზავნილ პროექტს აპირებს, რომ მიიღოს, ეს არის კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, რომელიც აუცილებლად, თუ ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრები და ვართ, ასეთი კანონი აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში და მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ უნდა მიიღოს პარლამენტმა და არა პოსტ ფაქტუმ როგორც მოხდა სამწუხაროდ საარჩევნო კოდექსის“,-განაცხადა იმერლიშვილმა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მას შეახსენა, რომ კანონპროექტებს მუხლობრივად განიხილავდნენ და სწორედ მუხლზე უნდა ესაუბრა. „ირინა, მუხლზე უნდა ვისაუბროთ. შენ პროცედურები კარგად იცი“,-აღნიშნა ბესელიამ. მისივე მტკიცებით, ვენეციის კომისიაში პროექტის გაგზავნას არანაირი აზრი არ ჰქონდა. „იმიტომ, რომ ის პირველი ვერსია, რაც იყო, პრინციპების დონეზე შეცვლილია და იმ დოკუმენტზე უნდა იმუშაოს ვენეციის კომისიამ, რომელიც უკვე პრინციპების დონეზე მხარდაჭერილია, თორემ აღმოჩნდებოდა, რომ კიდევ სხვა დოკუმენტი უნდა გაგვეგზავნა“, - განმარტა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)