14:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 15:54:28, 327 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია: ჩვენი და უმცირესობის ამოცანები ერთმანეთს არ ემთხვევა

ჩვენი და უმცირესობის ამოცანები ერთმანეთს არ ემთხვევა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მათ დაძახილზე არ მივსულიყავი საკრებულოში, - ამის შესახებ  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკრებულოში მისვლის გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობის მიწვევის საფუძველზე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო. 

„თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიწვევის საფუძველზე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 17 მაისს მივიდე საკრებულოში. კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმ პროექტის სიკეთეებზე, რომელიც დაკავშირებულია ქალაქში საკმაოდ მნიშვნელოვან განვითარებასთან, დამატებით რეკრეაციული სივრცის გაჩენასთან და საგზაო ინფრასტრუქტურასთან, რაც ქალაქის ორი ნაწილის ერთმანეთთან დასაკავშირებლად მნიშვნელოვანია.

უმცირესობის წარნომადგენლების მთავარი ამოცანაა, შოუს მოწყობა, რაც ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენი ამოცანები ერთმანეთს არ ემთხვევა, სწორედ ამიტომ  გადავწყვიტე, მათ დაძახილზე არ მივსულიყავი საკრებულოში. მქონდა უმრავლესობასთან კონსულტაციები და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics