14:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 14:50:59, 766 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: პარტიაში არმაზ ახვლედინის მარგი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის ნულს ქვემოთ იყო

 "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, “პარტიაში არმაზ ახვლედინის მარგი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის ნულს ქვემოთ იყო“.

ვოლსკის თქმით, უმჯობესია, ახვლედიანმა ბრალდებებში მეტი კონკრეტიკა შეიტანოს:   

“საინტერესოა, რომ არასდროს - არც პოლიტსაბჭოს შეხვედრის დროს, არც ცალკე, არმაზ ახვლედინისგან რაიმე აქტივობა, ან მოსაზრებები არ მომისმენია. მისი მარდი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის ნულს ქვემოთ იყო. როგორც ჩანს, გადაწყვიტა, თავისთვის დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერა შექმნას. ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ არა მგონია, ბრალდებების მარჯვნივ და მარცხნივ სროლა მართებული იყოს. მით უფრო გვარების დასახელება და მით უფრო ჩემი. მე მისი განცხადება, გარდა იმ განცხადებისა, რომ პერიოდულად ნიანგებზე საუბრობს, საერთოდ არ მომისმენია არც პოლიტსაბჭოზე და არც პოლიტსაბჭოს გარეთ“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics