|
2016-05-10 13:38:24, 598 ნახვა
პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში არ იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში არ იქნება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დეპუტატმა თავად განუცხადა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ემიჯნება. ნიშნიანიძე აცხადებს, რომ დეპოტატობის კანდიდატის სტატუსით იბრძოლებს, რისთვისაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა აქვს. „ჩემი სიაში ჩასმის საკითხს არც კი განვიხილავ. იმიტომ კი არა, რომ შესაძლოა ვიღაცას არ მოსდის თვალში ჩემი აქტიურობა პარლამენტში. დეპუტატობის სურვილი მაქვს, მაგრამ ამისთვის პარტიული სიით არ ვიბრძოლებ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გავხდები და ასე ვიბრძოლებ. კონკრეტულად კი ქუთაისის 47-ე ოლქში. ამისთვის, რა თქმა უნდა პარტიის მხარდაჭერით ვიბრძოლებ. საუბარი რომ არ იყოს მერე, აი „ოცნების“ პარტიულ სიაში რადგან ვიყავი იმიტომ გავიმარჯვე“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ომარ ნიშნიანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)